მიხოელსი სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლომონ მიხოელსი

სოლომონ მიხოელსი − (რუს. Соломон Михоэлс, ნამდვ. გვარი ვოვსი, 1890-1948), რუსეთში მოღვაწე ებრაელი მსახიობი, რეჟისორი, თეატრის თეორეტიკოსი.

მისი სცენური ქმნილებები აღბეჭდილი იყო ფილოსოფიური სიღრმით, მოქალაქეობრივი შემართებით, გამოკვეთილი და მონუმენტური ფორმით. მის მიერ შექმნილი სცენური სახეები, ზოგჯერ პარადოქსულად რთული იყო გააზრების თვალსაზრისით. ამასთანავე, მისი შემოქმედება გამოირჩეოდა მკაფიო სახიერებით. თავის სამსახიობო და სარეჟისორო ნამუშევრებში ყოველთვის მეტაფორულად აზროვნებდა. იყო ჟესტის და სიტყვის ოსტატი, ჰქონდა სკულპტურულად გამომსახველი პლასტიკა. ამ ხერხით იგი მხატვრულობას ანიჭებდა თვით ყოფით პერსონაჟებსაც კი ქმნიდა ფორმით სინთეზურ სპექტაკლებს, დიდ ადგილს უტოვებდა სამსახიობო იმპროვიზაციას.





წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები