მოაფერნე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოაფერნეკოლხეთის გამგებელი, სტრაბონის დედის ბიძა. სტრაბონი წერს, რომ მითრიდატე VI ევპატორი დამორჩილებული ქვეყნების მმართველად გზავნიდა თავის მეგობრებს. მეფის მეგობართა წრეს ეკუთვნოდა მოაფერნე, რომელსაც საგამგებლოდ კოლხეთი გადაეცა. სტრაბონი მოგვითხრობს თავისი წინაპრების სიახლოვეზე პონტოს სამეფო კართან. აღნიშნავს მათ აღზევებასა და დაცემას. პონტოს აღსასრულის ჟამს სტრაბონის ნათესავთა ნაწილმა გაიზიარა მითრიდატეს ბედი, ნაწილი კი ჩამოშორდა მეფეს და რომაელთა მხარეზე გადავიდა. რომაელთა ბანაკში გადასულა სტრაბონის პაპა (მოაფერნეს ძმა). უნდა ვიგულისხმოთ რომ მოაფერნე პონტოს ტრაგედიის დროს, როგორც მითრიდატეს ერთგული თანამებრძოლი, დაიღუპებოდა.


წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები