მოსახლეობის რუკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსახლეობის რუკა – (population map), გამოსახავს მოსახლეობის განლაგებას და განსახლებას, დემოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ და სოციალურ-ეკონომიკურ თავისებურებებს. თითოეული ჯგუფი მრავალ თემას აერთიანებს, მაგალითად, განლაგების და განსახლების რუკებია: მოსახლეობის რიცხოვნობა დასახლებულ პუნქტებში, მოსახლეობის სიმჭიდროვე ადმინისტრაციულ საზღვრებში, საქალაქო და სასოფლო განსახლება და სხვ. დემოგრაფიული თავისებურებების რუკებია: მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა, ბუნებრივი მატება, მიგრაციული ნაკადები და სხვ. ეთნოგრაფიული თავისებურებების რუკებია: მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა, ძირითადი რელიგიები და სხვ. ეკონომიკური თავისებურებების რუკებია: სოციალური შემადგენლობა, დასაქმება, განათლების დონე, სოციალური უზრუნველყოფა და სხვ.


წყარო

გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები