მოსის კონვენცია 1814

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოსის კონვენცია 1814 (ნორვეგიასა და შვედეთს შორის) – დაიდო 14. VIII მოსში (ნორვეგია), მისი მიღებით დასრულდა ომი, რომელსაც შვედეთი აწარმოებდა ნორვეგიის წინააღმდეგ. რათა იძულებული გაეხადა იგი ეცნო შვედეთ-დანიის 1814 ხელშეკრულება. კონვენციამ დაადგინა შვედეთ-ნორვეგიის უნია. კონვენცია ითვალისწინებს საომარი მოქმედების შეწყვეტას, დანიის პრინცის კრისტიან ფრედერიკის უარს ნორვეგიის სამეფო ტახტზე და ნორვეგიის თანხმობას, შვედეთის მეფე ამავდროულად ნორვეგიის მეფეც ყოფილიყო. შვედეთი უზრუნველყოფდა ეიდსვოლდის კონსტიტუციის (1814) სიმტკიცეს უნიის ფაქტიდან გამომდინარე ცვლილებებით, რომლებიც, უნდა განხორციელებულიყო ნორვეგიის სტორტინგის (პარლამენტის) მიერ. 4-XI.1814 სტორტინგმა ნორვეგია გამოაცხადა როგორც „თავისუფალი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სამეფო, გაერთიანებული შვედეთთან საერთო მონარქის სახით. უნიამ, რის შედეგადაც ნორვეგიამ შეინარჩუნა ავტონომია ქვეყნის შიგნით, მაგრამ დაკარგა დამოუკიდებლობა საგარეო პოლიტიკის სფეროში, იარსება 1905-მდე.



იხილე აგრეთვე

კილის საზავო ხელშეკრულება 1814


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები