მოციქული (დიპლომატი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოციქული – დიპლომატიურ დავალებათა რეალურად აღმსრულებელი პირის აღმნიშვნელი ტერმინი, ისტორიულ წყაროებში მოციქული დესპანი და ელჩი ითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობით გვხვდება; მოციქულის რანგი არ ითვალისწინებს ერთი სახელმწიფოს რომელიმე პირის მეორეში მუდმივ დიპლომატიურ წარმომადგენლობას, მისი უმთავრესი დატვირთვა დიპლომატიური შუამავლობის აღსრულებაა– „მოციქული არს, რომელმან მიავლინოს კაცი ვისთანმე დასაზავებლად, ხოლო დესპანი მსგავსი მოციქულისა“ (სულხან-საბა ორბელიანი). მოციქულთა მისიის შედეგად რეგულირდება როგორც ცალკე კონკრეტული საკითხები, ისე 'უმთავრესი – წესრიგდება სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ან იდება ზავი, დაზავება მოციქულთა-ელჩთა უმთავრეს დამსახურებად ითვლება – „და აღდგეს მათ, შორის მოციქულნი და დაიზავნენ“ (ლეონტი მროველი). ასთ დავალებათა მნიშვნელობიდან გამომდინარე მოციქულად სპეციალურად შერჩეული პიროვნებები ინიშნებოდნენ – აქ საჭირო იყო დიპლომატიური ნიჭი, ენების ცოდნა, განსწავლულობა თუ სხვა მაღალი ღირსებები. „მოციქულობა“ დიპლომატური მისიის აღსრულების პროცესის ამსახველი ტერმინია.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები