მოძრაობის ხაზების მეთოდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მოძრაობის ხაზების მეთოდი – (method of flowlines), კარტოგრაფიული სახვითი საშუალება, ლოკალიზებული ხაზში. გამოსახავს მოვლენის სივრცით გადაადგილებას, მის თვისებრივ, ოდენობრივ და სტრუქტურულ მახასიათებლებს. განასხვავებენ ორი სახის მოძრაობის ხაზებს: ვექტორულს (სხვადასხვა ფერის, ფორმის და სისქის ისრები) და ეპიურს (სხვადსხვა ფერის, სისქის და სტრუქტურის ზოლები). გამოიყენება გზათა ქსელის, სხვადასხვა მიგრაციის (მოსახლეობის, ფრინველების, ცხოველების), თბილი და ცივი დინებების, ჰაერის ნაკადების მოძრაობის, ექსპორტ-იმპორტის და სხვა მოვლენების გამოსახვისათვის როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სახვით საშუალებებთან შეთავსებით.