მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი

მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი − (ინგლ. Motsameta Monastery) – ქართული ხუროთმოძღვრების თვალსაჩინო ძეგლი, მოწამეთას სამონასტრო კომპლექსი მდე-ბარეობს იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის აღმოსავლეთით 6 კმ-ზე, მდინარე წყალწითელას ხეობაში, სოფელ მოწამეთაში.

ისტორიულ-არქეოლოგიური კვლევ-ბით დადგენილია, რომ მოწამეთას მონასტერი განთავსებული იყო VI საუკუნის ციხე-ქალაქის უქიმერი-ონის ტერიტორიაზე (ო. ლანჩავა, ნ. ქარციძე). კომპლ-ექსში შემავალი ნაგებობებია: ეკლესია, სამრეკლო, ორი კოშკი, გალავანი და წინამძღვრის სახლი. მონას-ტრის დაარსების ისტორია არგვეთის მთავრების – დავით და კონსტანტინე მხეიძეების სახელს უკავშირ-დება. VIII საუკუნეში, როცა საქართველოს მურვან ყრუს მოძალადე ლაშქარი შემოესია, მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწევიათ არაბთა სარდლისთვის, მაგრამ უთანას-წორო ბრძოლაში დამარცხებულან. განრისხებულმა სარდალმა დიდი ტანჯვა მიაყენა ძმებს, მაგრამ მათ საშინელი წამება გმი-რულად აიტანეს. ეკლესიამ ისინი წმინდანად შერაცხა. მათი უხრწნელი წმინდა ნაწილები თავდაპირველად ხარების დანგ-რეულ ეკლესიის კრიპტაში იყო დასვენებული. შემდეგ აქ მო-ნასტერი ააგეს და წმინდა მოწამეთა საფლავი მოაწყვეს. ადგი-ლსაც მოწამეთა ეწოდა. XI საუკუნეში საქართველოს მეფემ ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა სამ-შობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებული გმირები. თავდაპირველად ტაძარი უგუმბათო იყო. 1844-1865 წლებში იმერეთის ეპისკოპოსის დავით წერეთლის ძალისხმევით ლე-ვან, მოსე და ფილიპე ბერიკაშვილებმა შეაკეთეს და გააფარ-თოვეს მონასტერი – ტაძარს დაედგა გუმბათი, დაიგო ქვის იატაკი, შეიცვალა კანკელი. საბჭოთა პერიოდში გმირების ნეშ-ტები ეკლესიიდან გამოიტანეს, მაგრამ ადგილობრივ ქრისტიან-თა თავდადებით წმინდანთა სხეულები საბოლოო განადგუ-რებას გადაურჩა და ისინი ქუთაისის მუზეუმში გადაასვენეს. 1954 წელს კი, როდესაც მონასტერი მოქმედი გახდა, წმინდა-ნების ნეშტი კვლავ მონასტერში დააბრუნეს და იქ მიუჩინეს სამარადისო სამკვიდრებელი.

მონასტრის მთავარი შესასვლელი

წყალწითელას ხეობა, სადაც მოწამეთას მონასტერი მდებარეობს, მდინარის მიერ შექმნილი ნახევარკუნძულია და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდეებითაა დაცული. მონასტრის მთავარი ნაგებობა – ტაძარი, ჯვარგუმბათოვანი ტიპისაა. ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ორ თავისუფლად მდგარ სვეტსა და აფსიდის შვერილებს. ეკლესიას აქვს ორი კარი – დასავლეთისა და სამხრეთის. განსხვავებით სხვა ქართული ტაძრებისგან, საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს. სავარაუდოდ ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიო აღმოსავლეთის მხარეს დაკრძალული იყვნენ წმინდა მოწამე დავითი და კონსტანტინე. საკურთხევლის მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილზე, მწოლიარე ძუ ლომის ორ ხის ქანდაკებაზე მოთავსებულია ხის ლუსკუმი წმინდანების ნეშტით.

მთავარი ტაძარი

ეკლესიის ექსტერიერში გამოყენებულია შუა საუკუნეების არქიტე-ქტურული ელემენტები. გუმბათის ყელს შემოწერს სამმაგ ლილვურ ნა-ხევარსვეტებზე გადაყვანილი თაღნარი. ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები ბურთულებით არის გაფორმებული. სამხრეთი კარის ზევით ფართო მოჩუქურთმებული საპირის მქონე ჯვარია გამოკვეთილი. განსაკუთრებით მდიდრული გაფორმებით გამოირჩევა დასავლეთი ფასადი. მის შუა, რუსტირებული წყობით გამოყოფილ არეს დიდი დაპროფილებული თაღი შემოწერს, რომელშიც ორი უფრო მცირე თაღი და ჰორე-ლიეფური ვარდულია ჩაწერილი, ხოლო ზემოდან ჯვარია აღმართული. ამ ფასადის წინ არის მონასტრის შიდა ეზო. ქარაფი ეკლესიის ჩრდილოეთით მაღალი საყრდენი კედლითაა ამოშენებული და ფასადის წინ ვიწრო გასასვლელია შექმნილი. ეკლესიის საკურთხეველიც ნაწილობრივ სუბსტრაქციაზე დგას.

ხის ლუსკუმი დავით და კონსტანტინეს ნეშტებით

ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, რომლის წარწერა გვაუწყებს, რომ იგი აგებულია მიტროპოლიტ დავითის განკარგულებით 1845-1947 წლებში. ნაშენებია თლილი ქვით. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია ორი კოშკის ნაშთი. ერთი მათგანი ტაძრიდან სამხრეთ-აღმოსავლეთითაა, ხოლო მეორე – ჩრდილო-აღმოსავლეთით. 1884 წლის ამ კოშკების აღწერილობაში ჩანს, რომ მათ კედლებში ყოფილა ვიწრო სანათურები და სათოფურები. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკში გამართული იყო სანახები, სადაც დაცული იყო მონასტრის ძვირფასი ნივთები. მონასტერი ქვის გალავნით არის შემოსაზღვრული. ტაძრის დასავლეთ მხარეს ძველი ეკლესიის ნანგრევებზე აშენებულია წაგრძელებული ფორმის წინამძღვრის სახლი (მოსაცდელი). მონასტრის გარეთ სასტუმროს ნაშთი და XVI საუკუნის სამსართულიანი კოშკია. მის კედელში ჩართულია ორმაგ წრეში (მედალიონში) ჩასმული რელიეფური ტოლმკლავა ბოლნური ჯვარი. მედალიონის კვადრი მიწის დონიდან 2,5 მ-ის სიმაღლეზეა ჩაშენებული და ძირითადი წყობის ქვებისგან სრულიად განსხვავებულია. შესაძლებელია ეს მედალიონი თავდაპირველი ხარების ეკლესიის (V-VI საუკუნეები) დეტალს წარმოადგენდეს.

წმინდა მოწამე დავით და კონსტანტინე მხეიძეების ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა).



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები