მჟღერი ბგერები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მჟღერი ბგერებიბგერები, რომელთა წარმოთქმისათვის დამახასიათებელია დაძაბული სახმო სიმების პერიოდული რხევა, ვიბრაცია. ვიბრაცია წარმოქმნის ამ ბგერათა ტონს, ანუ ხმას, ამიტომ მჟღერ ბგერებს ხმიერ ბგერებსაც უწოდებენ.

დაძაბული სახმო სიმების ვიბრაცია, ბგერის მჟღერობა, მისი ვოკალიზებული წარმოთქმა სხვადასხვა მნიშვნელობის მქონეა ბგერათა სხვადასხვა ჯგუფში. ჩქამიერ ბგერებში სახმო სიმების ვიბრაციის შეცვლა მათი სხვაგვარი მოქმედებით (ფშვინვიერებით, ან ყელხშულებით) ერთ ჩქამიერს მეორეში გადაიყვანს, ამან კი შეიძლება ერთი სიტყვა მეორედ აქციოს. ასე, მჟღერი -ს ფშვინვიერი -თი ან ყელხშული ტ-თი შეცვლა სიტყვებსაც შეცვლის: დარი-თარი-ტარი. აქ მჟღერობა ფონოლოგიურად ღირებული ნიშანია. ქართულში გვაქეს 8 მჟღერი ჩქამიერი: ხშულები , დ, ძ, ჯ, და ნაპრალოვნები , ჟ, ღ.

ხმოვნები (, , , , უ) და სონორები (, , , , ), ჩვეულებრივ, ჟღერით წარმოითქმიან, მაგრამ ამ ნიშნის მქონებლობით ისინი სხვა ფონემებს არ უპირისპირდებიან: ყრუ ხმოვანი ან სონორი ფონემები არ არსებობენ. მართალია, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მაგ., ჩურჩულით წარმოთქმისას ხმოვნებიცა და სონორებიც შეიძლება არამჟღერად, ყრუდ წარმოითქვას, მაგრამ ვერ მოიძებნება თუნდაც ერთი ისეთი შემთხვევა, რომ ამ განსხვავებას ფონემატური ღირებულება ჰქონდეს.

ზ. ჯაფარიძე

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები