მრგვალი მაგიდის (ჰააგის) კონფერენცია 1949
„მრგვალი მაგიდის“ (ჰააგის) კონფერენცია 1949 – ჩატარდა 23.VIII-2.IX მონაწილეობდნენ ნიდერლანდის, ინდონეზიის რესპუბლიკის, ასევე სხვადასხვა მოძრაობათა წარმომადგენლები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ინდონეზიის გადაქცევას ფეოდალურ სახელმწიფოდ. კონფერენციას იურიდიულად გააფორმა ნიდერლანდის მიერ ინდონეზიის სუვერენიტეტის ცნობა. მასზე ხელმოწერილი დოკუმენტები – ქარტია სუვერენიტეტის გადაცემის შესახებ, ნიდერლანდისა და ინდონეზიის კავშირის სტატუსი და მთელი რიგი შეთანხმებები – ძირითადად იმეორებდა ლინგაჯატის (1947) და რენეილის (1948) შეთანხმებას.
ნიდერლანდმა ცნო ინდონეზიის სუვერენიტეტი და ამავე დროს უარი თქვა, ეცნო დასავლეთ ირანი ინდონეზიის ტერიტორიის შემადგენელ ნაწილად. ქვეყანა ხელოვნურად გადაიქცა ფედერალურ სახელმწიფოდ – „ინდონეზიის შეერთებული შტატები“, რომელშიც ინდონეზიის დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან ერთად შევიდა 15 მარიონეტული წარმონაქმნი. ინდონეზიას თავს მოახვიეს ნიდერლანდისა და ინდონეზიის კავშირში მონაწილეთა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე დამყარდა ნიდერლანდის ფაქტობრივი კონტროლი. გათვალისწინებული იყო ნიდერლანდის ყოფილი კოლონიური ჩინოვნიკების გადასვლა ინდონეზიის სახელმწიფო სამსახურში. ფინანსური და ეკონომიკური შეთანხმება ითვალისწინებდა უცხოელ მეწარმეთა (უპირველეს ყოვლისა, ნიდერლანდელთა) უფლებებისა და კონცესიების აღდგენას. რომლებიც მათ მინიჭებული ჰქონდათ კოლონიური ადმინისტრაციის მიერ. იკრძალებოდა ნებისმიერი საწარმოს უსასყიდლო ნაციონალიზაცია. ინდონეზიამ იკისრა, თავის აგრარულ კანონმდებლობაში გაეთვალისწინებინა „კანონიერ მესაკუთრეთა ინტერესები“. ნიდერლანდის კომპანიებმა და ქვეშევრდომებმა მიიღეს ისეთივე ეკონომიკური უფლებები, როგორიც ჰქონდათ ინდონეზიელებს. ინდონეზია კისრულობდა, შეეთანხმებინა ნიდერლანდთა ფინანსური და საგარეო სავაჭრო პოლიტიკის საკითხები. სამხედრო საკითხებზე შეთანხმების თანახმად. ნიდერლანდმა კონტროლი დააწესა ინდონეზიის არმიაზე. რომელშიც შევიდა ყოფილი კოლონიური ჯარების ნაწილი, ინდონეზიის ტერიტორიულ წყლებში შენარჩუნებულ იქნა ნიდერლანდის სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილი, ინდონეზიაში გაიგზავნა ნიდერლანდის სამხედრო მისია. ინდონეზიის ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ საბოლოო ჯამში გამოიწვია ინდონეზიისათვის დამამცირებელ გადაწყვეტილებათა გაუქმება. 1949 ყველა კაბალური შეთანხმება ანულირებულ იქნა 21.IV.1956. დასავლეთ ირანის პრობლემა მოაწესრიგა ჰოლანდია-ინდონეზიის შეთანხმებამ 1962.