მრეწველობის ატლასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მრეწველობის ატლასი – (industrial atlas), რუკების კრებული, რომელშიც გამოსახულია ტერიტორიულ ერთეულში მრეწველობის დარგების განლაგება, სამრეწველო წარმოების განვითარების ფაქტორები და პირობები. განასხვავებენ დარგობრივ და კომპლექსურ ატლასებს. დარგობრივ ატლასში ერთი რომელიმე დარგია მოცემულია ამ დარგის განვითარების ისტორიის, ბუნებრივი და შრომითი რესურსებით უზრუნველყოფის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების ამსახველი რუკებით (მაგ.: მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის, კურორტების და სხვა ატლასები). კომპლექსურ ატლასში მრეწველობის ყველა დარგია წარმოდგენილი ანალიზური, სინთეზური და კომპლექსური რუკებით.