მსოფლიოს პოლიტიკური რუკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა — (World Political Map), გამოსახავს მსოფლიოს ქვეყნების მდებარეობას, მათი მმართველობის ფორმებს, მთავარ პოლიტიკურ-გეოგრაფიულ ცვლილებებს: დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოქმნას, სტატუსის შეცვლას, გაყოფას ან გაერთიანებას, ქვეყნის დედაქალაქის გადატანას სხვაგან ან სახელწოდების შეცვლას. ცვლილებები პოლიტიკურ რუკაზე არის რაოდენობრივი და თვისებრივი (ხარისხობრივი), მაგ.: რაოდენობრივია − ტერიტორიის მიერთება ან დაკარგვა. ძირითადია თვისებრივი ცვლილებები. მსოფლიოს პოლიტიკური რუკის ფორმირების პერიოდებია: უძველესი (ახ.წ-ის V ს-მდე), შუა საუკუნეების (V - XV სს.), ახალი (XV,XVI - 1914 წ.), უახლესი (1914 = 1992 წწ.), თანამედროვე. ეს პერიოდები ასახულია შესაბამისი შინაარსის რუკებზე.