მსხვერპლშეწირვის რიტუალი (ეგვიპტე)
მსხვერპლშეწირვა – ეგვიპტელს სჯეროდა, რომ ღმერთს შესაწირად საკვები ესაჭიროებოდა და ის დღეში სამჯერ მიდიოდა თავის საკვებთან. დილის შესაწირი ღმერთის გამოსახულების განწმენდის რიტუალს მოსდევდა. სხვა მხრივ მსხვერპლშეწირვის შესახებ ბევრი რამ ბუნდოვანია, რადგან ჩვენს ხელთ არ არსებობს არავითარი მასთან დაკავშირებული ტექსტი, და ის ცალკეული გამოსახულებებით და მათ ქვეშ მოთავსებული მოკლე წარწერებით არის რეკონსტრუირებული.
ჩვეულებრივ ცერემონია შესაწირის საკურთხეველზე მოთავსებით იწყებოდა. მას მოჰყვებოდა შესაწირის „აწევა“, როცა შემწირავი ორივე ხელით ზევით სწევს, თითქოს სთავაზობს ღმერთს შესაწირს. ამის შემდეგ მსხვერპლშეწირვის რიტუალს არულებდა სიტყვები „მიემართება ღმერთი თავისი საკვებისაკენ“, რასაც საკმეველის კმევა და შეპკურება მოსდევდა. შესაწირი საკვები უმეტესად მცენარეული იყო. ხორცი – ძირითადად საქონლის და ბატის – იწირებოდა ზეიმების დროს. განსაკუთრებით დიდი ზეიმების დროს შეიძლება ანტილოპის ან საქონლის მთლიანი სხეული შეწირულიყო. საქონლის სისუფთავეზე განსაკუთრებული ქურუმები, სფრაგისტები ზრუნავდნენ. საქონელს განწმენდნენ, აკურთხებდნენ, საკმეველს აკმევდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ კლავდნენ.