მსხვილფოთლოვანი ცაცხვი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მსხვილფოთლოვანი ცაცხვი

მსხვილფოთლოვანი ცაცხვი − (ლათ. Tilia platyphyllos), ფოთოლმცვენი ფოთლოვანი ხის ჯიში. სიმაღლეში იზრდება 40 მ-მდე (ცაცხვის ჯიშებს შორის ყველაზე მაღალია). აქვს თეთრი-მოყვითალო რბილი მერქანი. გავრცელებულია ევროპასა და დასავლეთ აზიაში. გამოიყენება მშენებლობაში მოსაპირკეთებელ მასალად, სამსხმელო წარმოებაში მოდელების დასამზადებლად, ქაღალდის ნედლეულად და სხვ. შესანიშნავი დეკორატიული მცენარეა.

მერქნის მახასიათებლები სიმკვრივე – 440 კგ/მ3;
სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე ბოჭკოების გასწვრივ – 38 მპა,
სტატიკურ ღუნვაზე – 68,9 მპა;
ტორსული სიმაგრე – 15 მპა (1,5 – ბრინელის მიხედვით).






წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები