მტკვრის თაღლითა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მტკვრის თაღლითა – (Alburnus filippi Kessler),
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: თაღლითა
თევზი კობრისებრთა ოჯახიდან, სამხრეთ კავკასიის ენდემი. ბინადრობს მდინარე მტკვრის აუზში (აბასთუმნისწყალი, ბორჯომისწყალი, გუჯარეთისწყალი, სურამულა, ფარავანი). სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. სარეველა თევზია და კონკურენტია სარეწაო თევზებისათვის კვებასა და გამრავლების ადგილებისათვის.