მუთვაღ-ოდა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუთვაღ-ოდა — საცხოვრებელში ოჯახის ძირითადი სამყოფი ოთახი, სახლეულის უფროსის საძინებელი, რომელიც ზოგჯერ სამზარეულოს ფუნქციასაც ასრულებდა. მას მეორენაირად „შინასაც” უწოდებდნენ. ეს ოთახი იგივე დანიშნულების იყო, რაც ზოგადად სახლი. ამ ოთახში აუცილებლად გამართული იყო ცეცხლის სანთები ადგილი − შუაცეცხლის, ბუხრის თუ, ბოლო პერიოდში, რკინის ღუმელის სახით. აქვე იყო ხის ტახტები – სედრე (სექვი), სასხდომი თუ სატრაპეზო ავეჯი და სხვა მისთანანი, რაც ოჯახის ყოველდღიური სამყოფისათვის იყო საჭირო და აუცილებელი. სხვადასხვა დროს მუთვაღ-ოდის, იგივე „შინაის” აღჭურვილობა სხვადასხვა იყო, მაგრამ ფუნქციურად იგი ყოველთვის ოჯახის ძირითად სამყოფს წარმოადგენდა.



ლიტერატურა

მგელაძე, 2010; მიქელაძე, 1978:114; ტუნაძე, 1996:96.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები