მულტიაქსიალური ქსოვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მულტიაქსიალური ქსოვილი – სპეციალური მინაქსოვილი, რომელიც შედგება სხვადასხვა მიმართულების მქონე რამდენიმე ფენა Е ტიპის მინის, ნახშირბადის ან არამიდის ბოჭკოებისაგან ნაკეთობის მოცემული დაარმირების სქემისა და მოქმედი დატვირთვების შესაბამისად. ასეთი ქსოვილის შესაკერად გამოიყენება პოლიესტერის ძაფი.

ფენების რაოდენობის მიხედვით არსებობს მულტიაქსიალური ქსოვილის 4 სახეობა: მონოაქსიალური, ბიაქსიალური, ტრიაქსიალური და კვადროაქსიალური. გამოყენების სფერო: მშენებ-ლობა (დაარმირებული ბეტონის კონსტრუქციები, კარი და ფანჯრები), მილები და ტევადობები (ქიმიურად აგრესიული ნივთიერებების შესანახად და გადასატანად), სპორტული ინვენტარი (სერფინგი, სნოუბორდი, კანოე, ველოსიპედის ჩარჩოები), მანქანათმშენებლობა (კაბინა, რეფრიჟერატული კონტეინერები), ვაგონმშენებლობა (ვაგონების კორპუსი, გარსშემომდენი, ვაგონების გარე მოპირკეთება), გემთმშენებლობა (გემის კორპუსი), ავიაცია (თვითმფრინავის კორპუსი, ფრთები, ხრახნი, გარსშემომდენი, მგზავრების სავარძლები), კოსმოსი (ანტენები, პარაბოლური სარკეები, ავტოკლავები), ქარის ენერგეტიკა (საჰაერო ფრთა, აეროდინამიკური მილი) და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები