მურავიოვი ნიკოლოზ
ნიკოლოზ მურავიოვი – (1809-81), გრაფი, რუსი სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი. 1846-მდე სამხედრო სამსახურში იყო. კავკასიაში მოღვაწეობის დროს (I838-44) გამოირჩეოდა როგორც ენერგიული სარდალი. მოგვიანებით ეკავა მთელი რიგი მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული პოსტები ცენტრალურ რუსეთში. 1847 დაინიშნა აღმოსავლეთ ციმბირში ირკუტსკისა და ენისეის გუბერნატორად. 1854 მას უფლება მისცეს დამოუკიდებლად ეწარმოებინა მოლაპარაკებები ჩინეთთან სასაზღვრო საკითხთა მოწესრიგების თაობაზე, აღმოსავლეთ ციმბირში ნიკოლოზ მურავიოვმა გაატარა მთელი რიგი სამხედრო-ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებმაც გააადვილა რუსების მიერ ამურისპირეთის კვლევა და ათვისება. ნიკოლოზ მურავიოვმა ხელი შეუწყო ამურის კაზაკთა ჯარებისა და გადასახლებულთა ექსპედიციის შექმნას, ასევე ვაჭრობის გაფართოებას შორეულ აღმოსავლეთში. 1858 ხელი მოაწერა ჩინეთთან აიგუნის ხელშეკრულებას.