მურეი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მურეი – მდინარე ავსტრალიაში. მდინარე სათავეს იღებს ავსტრალიის ალპებიდან, თოვლიან მთებში კოსციუშკოს მთის ძირში. დამატებით იკვებება ნადნობი წყლით, რის გამოც მუდმივ ჩამონადენს ინარჩუნებს ყველა მონაკვეთზე, თუმცა ქვემო დინებაზე აორთქლებაზე, ფილტრაციაზე და სამეურნეო საჭიროებაზე წყლის დიდი დანაკარგების შედეგად მისი დონე ძლიერ იკლებს. მურეის საშუალო ხარჯი დარლინგის შესართავის ქვემოთ შეადგენს 330 მ2/წმ. მურეის სიგრძე 2570 კმ-ია, აუზის ფართობი 1600 ათ. კმ².