მუსიკალური ფორმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუსიკალური ფორმა – ურთიერთმოქმედი და ურთიერთდაკავშირებული გამომსახველობითი საშუალებების კომპლექსი, რომელიც ხორცს ასხამს გარკვეულ იდეურ- მხატვრულ შინაარსს.

მუსიკალური ფორმა მუსიკალური ნაწარმოების კომპოზიციური გეგმა, მისი აღნაგობაა. ცალკეული ნაწარმოების აღნაგობის სხვადასხვაგვარობის მიუხედავად, მაინც არსებობს მუსიკალური ფორმის ისტორიულად დეტერმინირებული ტიპური ნორმატივები. მაგ. პერიოდი, უბრალო და რთული ორნაწილიანი ფორმა, სამნაწილიანი, რონდოს, სონატური ფორმა და სხვ. მუსიკალური ფორმის უმცირესი აზრობრივი და სტრუქტურული ელემენტია მოტივი, ხოლო მისი საწყისი კომპონენტი – მუსიკალური თემა. თემათა შეფარდება, მათი განვითარების ტემპი ქმნის საფუძველს, რომელზეც აიგება მუსიკალურ ნაწარმოების გეგმა. არსებობს ფორმათწარმოების მრავალი ფუნდამენტური პრინციპი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება რეპრიზის პრინციპს.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები