მუღამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუღამი − (აზერ. Muğam)

1. კილო აზერბაიჯანულ მუსიკაში. აზერბაიჯანული ხალხური მუსიკის კილოებრივი სისტემა 70-დე კილოს შეიცავს ბევრი მათგანის ბგერათა რიგი არ ეტევა ოქტავის ფარგლებში. მთავარი მუღამების სახელწოდებებია: „რასტი“, „შური“, „სეგიახი“, „შუშთერი“ „ჩარგიახი“, „ბაიათი-შირაზი“, „ხუმაიუნი“. მუღამები ენათესავებიან „მაკომებს“.


2. მრავალნაწილიანი ვოკალურ-ინსტრუმენტული მუსიკალური ნაწარმოები – ხალხური პროფესიული მუსიკის ჟანრი. მუღამის აგებულებას საერთო ნიშნები აქვს სიუიტასთან და რაფსოდიასთან. მუღამების ტექსტებად ჩვეულებრივ გამოიყენება პოეტი-კლასიკოსების ნიზამის, ფიზულის და სხვათა ლექსები. მუღამის ყოველი ნაწილის დასახელება შეესაბამება იმ კილოს სახელწოდებას, რომელშიც ის აიგება. (რასტი, შური და ა.შ.).




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები