მაჭავარიანი მუხრან
მუხრან მაჭავარიანი – (დ. 12 აპრილი, 1929, საჩხერის რაიონის სოფელი არგვეთი — გ. 17 მაისი, 2010). — პოეტი, პოლიტიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი. პოეტური კრებულების ავტორი. ახალგაზრდობის VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი (01.01.1958). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1954).
სარჩევი[დამალვა] |
სამუშაო გამოცდილება
- ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგე (1957-1963)
- ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი (1963-1964)
- თბილისის კინოსტუდიის სასცენარო კოლეგიის წევრი (1964-1967)
- ჟურნალ „დილას“ რედაქტორი (1967-1982)
- გამომცემლობა „საუნჯეს“ მთავარი რედაქტორი (1982-1988)
- საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე (1988-1992)
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი;
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
პოეტი
მუხრან მაჭავარიანმა პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში”, პირველი წიგნი — „ლექსები” − გამოსცა 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის ორი კრებული - „წითელი მზე და მწვანე ბალახი” და „სიჩუმე უშენოდ”. შემდეგი კრებულებია: „გზადაგზა” (1965), „იარონ” (1970), „თქვი” (1971), „დუმილი რეკავს” (1974), ერთტომეული (1979), „გიკვირს? - ნუ გიკვირს!” მუხრან მაჭავარიანის მთელი შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული. მისი პოეზიის ესთეტიკას განსაზღვრავს მისი მოქალაქეობრივი კრედო, შეურიგებლობა და წინააღმდეგობაში ყოფნა არსებულ რეალობასთან. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
- მიწავ ჩემო
- შენი, მიწავ ჩემო,
- ვინც კი იცის გემო;
- როგორ დავიჯერო, −
- თავს არ შემოგევლოს!
- იმერეთო ქვემო,
- იმერეთო ზემო, −
- სიყვარულო ჩემო,
- სიხარულო ჩემო...
- ძამა გურულებო,
- ჯიმა სამეგრელო,
- ძმაო ქართლ-კახეთო,
- მესხეთ-ჯავახეთო;
- მარნის ჩვენის ეშხი
- მტერსაც ჩავახეთქოთ,
- ოღონდ ჩვენს საქმეში
- ნაკლებ ჩავახედოთ.
- დიდგორისა ველო, −
- ახლა ცრემლისმგვრელო,
- კრწანისისა ველო, −
- დღესაც გულისმკვლელო...
- რაღა გავაგრძელო,
- მთელო საქართველო, −
- სასოებავ ჩვენო, −
- რა ვქნა, რა გიშველო!
- შენი მიწავ ჩემო,
- ვინც კი იცის გემო;
- როგორ დავიჯერო, −
- თავს არ შემოგევლოს!
პრემიები და სახელმწიფო ჯილდოები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი (01.01.1987)
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი (01.01.1990)
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი (01.01.1999).
- საპატიო ნიშნის ორდენი (01.01.1966)
- შრომის წითელი დროშის ორდენი (01.01.1979)
- კირილესა და მეთოდეს ორდენი (ბულაგარეთი) (01.01.1989)
წყარო
რესურსები ინტერნეტში
- ქართველი პოეტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 1990-1991 წლების საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები
- 1999-2004 წლების საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურიატები
- აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატები
- მემედ აბაშიძის სახელობის პრემიის ლაურეატები
- მაჭავარიანები