მშვენიერი გულგრილობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„მშვენიერი გულგრილობა“ - (ფრანგ. belle indifference) ინვალიდობის სიმპტომების არსებობაზე აშკარად დაქვეითებული ზრუნვა. აღინიშნება დისოციაციური (კონვერსიული) აშლილობების დროს. სიმპტომი აღწერილია XIX საუკუნის ფრანგი ფსიქონევროლოგების მიერ, დღეს კი ძალზე იშვიათად გვხვდება.
აუცილებელია „La belle indiffèrence“-ს დიფერენციაცია ანოზოგნოზიისაგან (დაავადების არსებობის უარყოფა, რომლის საფუძველია სხეულის ხატის (სქემის) მოშლა, რაც, ჩვეულებრივ, ტვინის არადომინანტური ნახევარსფეროს თხემის წილის დაზიანების შედეგია). „La belle indiffèrence“-ს დროს ავადმყოფობის უარყოფა არ ხდება და სხეულის ხატიც მოშლილი არ არის, მაგრამ ავადმყოფი გაუთვითცნობიერებელია, თუ როგორ გავლენას ახდენს სიმპტომები მის ფუნქციონირებაზე.