მცენარეული ორნამენტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მცენარეული ორნამენტი − გეომეტრიულის შემდეგ ყველაზე მეტად გავრცელებული ორნამენტის სახეობა, რომლისთვისაც ამა თუ იმ ქვეყნისათვის სხვადასხვა ეპოქაში დამახასიათებელია გამორჩეული მოტივები. მაგ., ჩინეთსა და იაპონიაში – ქრიზანთემა; ინდოეთში – პარკი, ლობიო; ირანში – მიხაკი; რუსეთში – მზესუმზირა, გვირილა; ადრეულ შუა საუკუნეებში პოპულარული იყო ყურძნის ლერწი და სამყურა; გვიანდელ გოტიკურ პერიოდში – ბროწეულის ნაყოფი და ნარშავი; ბაროკოს წლებში – ტიტა და იორდასალამი; მე-18 საუკუნეში – ვარდი; მოდერნის დროს – შროშანი და ზამბახი. მცენარეული ორნამენტი გააჩნდა გამოყენებული მოტივებისა და შესრულების ხერხების მრავალფეროვნება (სტილიზაცია, რელიეფური და ბრტყელი გამოსახულება და სხვ.).