მცირე აზიის ხრამული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირე აზიის ხრამული

მცირე აზიის ხრამული – Varicorhinus tinca 1843

ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: კობრისნაირნი
ოჯახი: კობრისებრნი
გვარი: ხრამულები

თევზის სახეობა კობრისებრთა ოჯახიდან. ოთხი მოკლე ულვაში აქვს. აქედან წინა წყვილი თვალის წინა კიდეს ვერ აღწევს, უკანა – პატარა ინდივიდებში – თვალის უკანა კიდის ვერტიკალს, ზრდადასრულებულებში კი – პირიქით. ზურგის ფარფლის უკანასკნელი დაუტოტველი სხივი სუსტი დრეკადი წვერით მცირედ დაკბილულია. პატარა, ოდნავ შესამჩნევი კბილანები მხოლოდ სიგრძის ნახევრამდეა მათი რიცხვი 16-17-ია. მსხვილ ინდივიდებს ეს კბილაკები სრულიად უქრებათ. ზურგის ფარფლი მოკვეთილია. ზურგი კეფიდან მოყოლებული ზურგის ფარფლებამდე რკალის (დაქანებული) სახისაა. თავის სიგრძე სხეულის სიგრძეში 4,5- 4,9-ჯერ თავსდება, სხეულის სიმაღლე კი ამავე სიგრძეში 4,0 -4,3-ჯერ. ლაყუჩის ჩხირები 10-12-ია. სიგრძით 360 მმ-მდე აღწევს.

გავრცელებულია მცირე აზიაში, ჭოროხისა და რიონის აუზებში.

ბიოლოგია და სარეწაო მნიშვნელობა

მტკნარი წყლის თეეზია. ტოფობა აპრილის დასასრულიდან მაისში ხდება. ტოფობისათვის ირჩევს შამბნარით დაფარულ სანაპირო ზონას.

ზომით 33-44 სმ, წონით 0,5 კგ-ს აღწევს.

სქესობრივ სიმწიფეს 3-5 წლის ასაკში აღწევს.

მის უმთავრეს საკვებს მცენარეული და ცხოველური დეტრიტი შეადგენს. ქვებიდან თუ სხვა საგნებიდან ქვედა ტუჩის საშუალებით ხრამული წყალმცენარეებს ფხეკს. ნაწლავის მილის სიგრძე. თითქმის 7-ჯერ ჭარბობს სხეულის სიგრძეს.

მცირე აზიის ხრამულს სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ჭერის დიდი პროცენტი გაზაფხულზე და შემოდგომაზე მოდის.

ხრამულს ნედლად, დამარილებული და შებოლვილი სახით ამზადებენ. მისი შიგნეულობიდან ცხიმს ადნობენ. მცირე აზიის ხრამულის ქვირითი და მუცლის აპკი მონწამვლელია.


წყარო

საქართველოს თევზების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები