მცირე მურტალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მცირე მურტალა (ლათ. Podiceps ruficollis Pallas, 1764) – მურტალებს შორის ყველაზე პატარაა, ფრთა 90-110 მმ-ია, 16-26 მმ, წონა – 150-250 გ. სიდიდესა და შეფერილობაში ნისკარტი. სქესთა შორის განსხვავება არაა. ზოდასრული ფრინველი გაზაფხულზე ზურგის მხარეს, ნაწილობრივ ლოყებზეც, მურა-შავია. შავი ფერის ნიკაპის შუა ნაწილში ხშირად მოთეთრო ბუმბულები ურევია. თავის გვერდები თითქმის თვალებამდე, კისერი წინიდან და გვერდებიდან მოწაბლისფრო-ჟღალია.
მცირე მურტალა
ჩიჩახვი, ფრთების ზემო მფარავები და პირველი რიგის მომქნევები მოშავო-მურაა. სხეულის მუცლის მხარე ან თეთრია, მუქი ლაქებით, ან მუქია, თეთრის მცირე ნარევით. რუდიმენტულ საჭის ბუმბულებს შორის თეთრიც ურევია. მეორე რიგის მომქნევების უმრავლესობა თეთრია. ზამთარში სხეულის ზედა მხარე მურაა, ნიკაპი და ყელი – მოთეთრო, კისერი წინიდან და გვერდებიდან, ჩიჩახვი და სხეულის გვერდები ჟანგმიწისფერ-ქარცია. ქვემო მხარე მოთეთროა, მუცლის უკანა ნაწილი უკანა ნაწილი – მურა-კვამლისფერი. ნისკარტი შავია, რომლის წვერო და ძირი მოყვითალოა. ფეხები მომწვანო-წენგოსფერია, თვალები – მურა ფერის.

აღწერილია 12 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ფრთათეთრი მცირე მურტალა – P. r. capensis Salvadori, 1884.

სარჩევი

გავრცელება

სახეობის ბუდობის არეალი მეტად ვრცელია. მოიპოვება სამხრეთ და შუა ევროპაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, მადაგასკარზე, წინა, შუა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ზონდისა და ფილიპინის კუნძულებზე, ახალ გვინეაში, ავსტრალიაში და ტასმანიაზე. სსრ კავშირში ბუდობს ევროპული ნაწილის სამხრეთ რაიონებში, შუა აზიაში და უსურის აუზში. ზამთრობს სამხრეთ უკრაინაში, მათ შორის ყირიმშიც, აგრეთვე ამიერკავკასიაში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.

ბიოტოპი

ბუდობის პერიოდში ბინადრობს პატარა დამდგარ, მეტწილად მტკნარ წყალსატევებზე ან მდორე მდინარეებზე, სადაც უხვადაა განვითარებული წყლის მცენარეულობა – ლელი, ისლი, ჭილი და სხვ. და აქვთ შლამიანი ფსკერი. აღმოსავლეთ საქართველოში მოიპოვება ზოგიერთ მლაშე ტბაზეც. ბუდობის დამთავრების შემდეგ გვხვდება მდინარეთა შესართავებსა და ზღვების სანაპირო ზოლში.

გამრავლება

მაისში აკეთებს წყლის მცენარეებისაგან მცურავ ბუდეს, ჩვეულებრივად ნაპირიდან მოშორებით. დებს 4-5 კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდი 19-20 დღემდე გრძელდება.

კვება

ძირითადი საკვებია მწერები და მათი მატლები, ჭიები, წვრილი მოლუსკები და კიბოსნაირები.

მნიშვნელობა

პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს.


წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები