მურტალა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მურტალა (ლათ. Podiceps) — ფრინველთა გვარი მურტალასებრთა ოჯახისა. ოჯახის დახასიათება ემთხვევა რიგის დახასიათებას. ამ ოჯახიდან საქართველოში მოიპოვება მხოლოდ ერთი გვარის წარმომადგენლები.
მურტალა
ახლოს დგანან ღორიხვებთან. კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ჩვეულებრივ დებენ 6-8 ერთფეროვან კვერცხს. იკვებებიან თევზებით, ბაყაყებითა და წყლის მწერებით.

ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 5 სახეობა.

  1. დიდი მურტალა (ლათ. Podiceps cristatus Linnaeus);
  2. რუხლოყება მურტალა (ლათ. Podiceps griseigena Boddaert);
  3. წითელყელა მურტალა (ლათ. Podiceps auritus Linnaeus);
  4. შავყელა მურტალა (ლათ. Podiceps caspicus Hablizl);
  5. მცირე მურტალა (ლათ. Podiceps ruficollis Pallas).



წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები