მცხეთის სამების ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მცხეთის სამების ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას ქ. მცხეთის დასავლეთით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით და წარწერის ფრაგმენტით თარიღდება XI საუკუნის I მესამედით.

ეკლესია დარბაზულია (10,6X6მ), ნაბებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული. კამარა ჩანგრეულია, დანგრეულია XVI-XVII საუკუნეების მინაშენიც. ეკლესიას თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს.

შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ნახევარწრიულ ღრმა აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორივე მხარეს – თითო სწორკუთხა ღრმა ნიში (სამალავები?). ორივე ნიშს აღმპსავლეთით თითო სარკმელი აქვს. აფსიდის ნახევარწრიული კონქის საბჯენი თაღი კაპიტელებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში –ერთი. კამარის 3 საბჯენი თაღი (დანგრეულია) მარტივი პროფილის კრონშტეინებზე ყოფილა დაყრდნობილი.

სამხრეთის თაღოვანი კარის თავზე წარწერაა; იკითხება მხოლოდ: „კათალიკოზსა“ და „დეკსა“ (მელქისედეკსა?); აღმოსავლეთის ფასადის წარწერები არ იკითხება.

ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით ოთხკუთხა კოშკი (გარე ზომები 5X4,99 მ). შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით ყოველ სართულზე თითო ან ორი სარკმელი და ცალმაგი სათოფურებია.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები