მწარმოებლურობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწარმოებლურობა - (productivity), წარმოების რეალური მოცულობის დამოკიდებულება გამოყენებული რესურსების რაოდენობის მიმართ. გამოითვლება ფორმულით, სადაც E მწარმოებლურობაა, Q - წარმოების რეალური მოცულობა, K - დანახარჯი. პროდუქციის ერთეულზე დანახარჯის შემცირება იწვევს მწარმოებლურობის გადიდებას და, პირიქით.

მწარმოებლურობის ზრდა კაპიტალისა და შრომის გამოყენების ეფექტიანობის ზრდის შედეგია, თუმცა, ხშირად შეუძლებელია კაპიტალისა და შრომის მწარმოებლურობის გამიჯვნა. პრაქტიკაში ეს ტერმინი, ჩვეულებრივ, გამოიყენება შრომის მწარმოებლურობასთან მიმართებაში.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები