მწვანე ჩიტი (გოცი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მწვანე ჩიტი – იტალიელი დრამატურგის კარლო გოცის ფიაბა.

გოცის ერთ-ერთი უკანასკნელი ფიაბაა „მწვანე ჩიტი“ (1765). ის ამ პიესით აპირებდა ზღაპრების ციკლის დასრულებას, ამიტომ ფილოსოფიური პოლემიკურობა შესძინა მას. ახალ პიესაში მან გააკრიტიკა გოლდონის და კიარის კომედიებში პროპაგანდირებული ეგოიზმის ფილოსოფია. ფიაბას ცენტრში დგას ორი მიგდებული ბავშვის − ტყუპების, რენცოს და ბარბარინას ბედი, რომლებიც აიყვანა და გაზარდა სმერალდინამ. და-ძმა მიიჩნევს, რომ ადამიანის საქციელის საფუძველია საკუთარი თავის სიყვარული, რომელიც მათ ესმით, როგორც ეგოიზმის ქადაგება. ამიტომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ არაფრით არიან ვალდებულნი სმერალდინას წინაშე – მან ხომ გაზარდა ისინი, ვინაიდან ხელმძღვანელობდა ეგოისტური მოტივებით. მაგრამ პიესის მთელი მოქმედება უარყოფს ამ აზრებს, იმიტომ, რომ სხვა პერსონაჟები იქცევიან უფრო მაღალზნეობრივად. კონფლიქტის გადასაჭრელად გოცი მიმართავს ფანტასტიკას: კალმონის ანტიკური ქანდაკება იჭრება მოქმედებაში და ეხმარება რენცოს და ბარბარინას, უარი თქვან თავის ეგოისტურ ზრახვებზე.

ლაშა ჩხარტიშვილი


წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები