მჭიდური იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მჭიდური იარაღი – ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც მრავალვაზნიანი მჭიდის გამოყენებით ხელით მიეწოდება ვაზნა.
მჭიდური იარაღის მასობრივი წარმოება დაიწყო XIX საუკუნის 80-იან წლებში, უნიტალური ლითონის ვაზნის გამოჩენის შემდგომ. მჭიდების გამოყენებამ იარაღის სროლის სისწრაფე წუთში 7-8 გასროლიდან 10-12 გასროლამდე გაზარდა. მოგვიანებით გამოჩენილი თვითდამტენი და ავტომატური იარაღი, მიუხედავად მჭიდის არსებობისა, იარაღის სახესხვაობას წარმოადგენს.