ნაგებობათა დინამიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაგებობათა დინამიკა (ნაგებობათა რხევების თეორია) – სამშენებლო მექანიკის დარგი, რომელიც სწავლობს კონსტრუქციების დინამიკური დატვირთვით გამოწვეული რხევების განსაზღვრის მეთოდებსა და რხევათა კორექტირების ხერხებს.

დინამიკური დატვირთვები დროში სწრაფად იცვლის სიდიდეს, მიმართულებასა და მოდების წერტილს, რაც იწვევს ნაგებობის რხევებს, რომელიც აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს გაანგარიშების დროს. დინამიკური დატვირთვები წარმოიშობა მანქანების მუშაობისას გაუწონასწორებელი მოძრავი მასებით, მასიური სხეულების დარტყმისას, მიწისძვრებისა და აფეთქებების დროს. რხევითი ხასიათი აქვს არა მარტო ნაგებობის გადაადგილებად წერტილებს, არამედ ელემენტებში შიგა ძალვებსა და ძაბვებს. დინამიკური დატვირთვების ქვეშ მყოფი ნაგებობის მოსალოდნელი გადაადგილების ამპლიტუდის, შიგა ძალვებისა და ძაბვების განსაზღვრა, ანუ იძულებითი რხევების დროს და მათი შედარება დასაშვებ მნიშვნელობებთან, წარმოადგენს ნაგებობათა დინამიკური გაანგარიშების ძირითად შინაარსს. შიგა ძალვების ამპლიტუდების დასაშვები მნიშვნელობები განპირობებულია სამშენებლო კონსტრუქციების სიმტკიცისა და ხანგამძლეობის მოთხოვნებით, ხოლო რხევების სიჩქარეებისა და აჩქარებების ამპლიტუდები შენობებისათვის, რომლებშიც იმყოფება ადამიანები ან განთავსებულია ზუსტი ტექნოლოგიის წარმოებები – ადამიანებზე და გამოშვებული პროდუქციის ხარისხზე მოთხოვნებით. კვლევის მეთოდების მიხედვით განასხვავებენ ექსპერიმენტულ და თეორიულ ნაგებობათა დინამიკის ძირითადი პრობლემის გადაწყვეტის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დინამიკური დატვირთვისა და ნაგებობის საანგარიშო სქემის სახეზე.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები