ნაგლინის პროფილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაგლინის პროფილი − ცივი და ცხელი გლინვით მიღებული სხვადასხვა ფორმისა და კვეთის ლითონის ნაკეთობა. საერთო დანიშნულების პროფილებია: მრგვალი, კვადრატული კვეთის, ზოლოვანი, კუთხოვანი ფოლადი, შველერი, ლენტი, მავთული და სხვ. სპეციალური დანიშნულებისა – რელსი, T-სებრი, ორტესებრი და ა.შ. ნაგლინის პროფილების გამოყენების ძირითადი სფეროა სამოქალაქო, სამრეწველო, ხიდების, შახტების, ანძების, კოშკებისა და მისთ. მშენებლობა ლითონისა და რკინაბეტონის კონსტრუქციებით.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები