ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია - (Organization of Petroleum Exporting Countries - OPEC), საერთაშორისო ოლიგოპოლიური ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 1960 წელს და აერთიანებს „მესამე სამყაროს” ნავთობის ექსპორტიორ 13 ქვეყანას. ესენია: ვენესუელა, საუდის არაბეთი, ალჟირი, ნიგერია, ლიბია, ქუვეითი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ირანი, ერაყი, ეკვადორი, კატარი, გაბონი და ინდონეზია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია ნავთობის მოპოვების კოორდინაცია, ექსპორტიორი ქვეყნებისათვის ნავთობზე ფასისმიერი პოლიტიკისა და წარმოებრივი სტრატეგიის შემუშავება. ამასთან, იგი ითვალისწინებს კრედიტების მიცემით არაწევრი განვითარებადი ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების გაწევას, როგორც საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის დასაფარავად, ისე განვითარების პროექტების დასაფინანსებლად. ორგანიზაციის გავლენა მკვეთრად დაეცა 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან, როდესაც მსოფლიოში გაიზარდა ნავთობის მიწოდება არაწევრი ქვეყნებიდან.



წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები