ნამგალაშვილი ლევან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ლევან ნამგალაშვილი – (დ. 7 მაისი, 1925 – გ. 20 თებერვალი, 2006), კინოოპერატორი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1985).

დაიბადა 1925 წლის 7 მაისს თბილისში, 1943 წელს დაამთავრა სპეციალური საფრენოსნო სკოლა, 1943 წლიდან 1945 წლამდე მონაწილეობდა ბრძოლებში მეორე მსოფლიო ომის სხვადასხვა ფრონტებზე.

1947 წელს შევიდა ქ. ლვოვის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც სწავლობდა 1950 წლამდე. თბილისში თავდაპირველად მუშაობა დაიწყო სამგორის წყალმშენში. 1955 წლის მარტიდან ოპერატორია კინოსტუდია „ქართულ ფილმში“, სადაც მუშაობს ისრაელში გამგზავრებამდე.

ლევან ნამგალაშვილს გადაღებული აქვს შემდეგი ფილმები:
1. „ზღვის ბილიკი“ (1962) — ოპერატორი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“; 2. „ჯარისკაცის მამა“ (1964) — ოპერატორი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“; 3. „დღეს“ (1965) დამდგმელი ოპერატორი. სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდია; 4. „ჩვენი თავმჯდომარე“ (1965) — დამდგმელი ოპერატორი. როსტოვის კინოქრონიკის სტუდია; 5. „უყაიმო თამაში“ (1966) — ოპერატორი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“; 6. „დაბრუნებული ღიმილი“ (1967) — დამდგმელი ოპერატორი. კინოსტუდია „ქართული ფილმი“; 7. „არც ერთი წუთი მოცლა“ (1969) — დამდგმელი ოპერატორი. დაკვეთით; 8. „ზოია რუხაძე“ (1970) — დამდგმელი ოპერატორი. 9. „ტარიელ გოლუა“ (1968) ― დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 10. „მშვიდობით, ინესა“ (1971) — დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 11. „ბებერი მეზურნეები“ (1973) ― დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 12. „კაცები“ (1974) — დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 13. „ჩირიკი და ჩიკოტელა“ (1975) — დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 14. „დათა თუთაშხია“ (1975) — დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 15. „ჩემი მეგობარი ძია ვანია“ (1978) — დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 16. „ზღაპარი“ (1980) — დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 17. „წიგნი ფიცისა“ (1984) — დამდგმელი ოპერატორი. „ქართული ფილმი“; 18. „ორი ოკეანის ქარი“ (1995) — რეჟისორ-ოპერატორი.

1978 წელს ლ. ნამგალაშვილს ფილმისათვის „დათა თუთაშხია“ სსრ კავშირის სახელმწიფო პრემია მიენიჭა. 1985 წელს ფილმისათვის „წიგნი ფიცისა“ ოპერატორ ლევან ნამგალაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

წყარო

რუსთაველის პრემიის ლაურეატები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები