ნამოსახლარი დიდვაკე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნამოსახლარი დიდვაკე - არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ გლდანის აღმოსავლეთით 2,5 კილომეტრზე, ხევძმარას მარჯვენა ნაპირას, გორაზე, ადგილ დიდვაკეში. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანით. განმხოლოებული გორის (სიმ. 7-8 მ, ზედაპირის ფართ. 0,5 ჰა) ზედაპირზე მრავლადაა შავად, ლეგად ან ნაცრისფრად გამომწვარი, სხვადასხვა სახის ორნამენტით (ირიბი ნაჭდევი, ამოღარული კონცენტრული და ტალღისებრი ხაზები და სხვ.) შემკული თიხის ჭურჭლის ნატეხები. მოპოვებული მასალა ინახება თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.