ნასიბინ თაბხანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნასიბინ თაბხან-ი (ბალყ.-ყარაჩ. Насыбын табхан – „ბედნიერებას ზიარებული“) – გარდაცვლილი ადამიანი, რომელმაც თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე წესიერად და კეთილისმყოფლად იცხოვრა. მის სამოსს პატარა ნაჭრებად დაანაწილებდნენ და მრავალშვილიან დედებს დაურიგებდნენ. ეს იყო ძალზე არქაული მაგიური ხერხი საიმისოდ, რომ ბავშვებსაც ანალოგიური ცხოვრებით ეცხოვრათ. ეს განსაკუთრებით ითქმის ას წელიწადს გადაცილებული მიცვალებულების სამოსთან დაკავშირებით. ხალხის აზრით, ასეთ ადამიანს ყველა ცოდვა ეხსნებოდა, რის შესახებაც საზეიმოდ აცხადებდნენ ჯჲუზელეჲ-თოჲ წესის აღსრულებისას: ხანგრძლივი სიცოცხლის მფარველს ხან-ჯჲუზელეჲს თეთრ ხარს შესწირავდნენ და ყველა მლოცველისთვის ასი წელის ჩუქებას თხოვდნენ.


ლიტერატურა

  • Леонтович Ф. И. Адаты кавказских горцев // Материалы по обычному праву Северного и Восточного Кавказа. Одесса, 1882. Вып. 1-2;
  • Хатуев Р. Т. Похоронно-поминальная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები