ნაღარა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღარა − აზიის ქვეყნებში გავრცელებული დასარტყამი საკრავი. მისი სამშობლო ინდოეთია. არაბეთის ქვეყნებიდან და ეგვიპტიდან ევროპაშიც გავრცელდა. თანამედროვე ნაღარა დიდი ზომის დიპლიპიტოა. იგი შედგება 2 მოზრდილი ჭურისაგან, რომელზედაც თხის, ნუკრის ან მოზვრის ტყავია გადაჭიმული. ნაღარის ორივე ჭური ქვევით დაგრძელებულია ქვევრის მსგავსად, ზევით წაკვეთილია. იგი მზადდება გამომწვარი თიხის, სპილენძის ან ხისაგან. დასარტყამად მრგვალთავიან მაგარ ჯოხს იყენებენ. ნაღარას უკრავენ სახალხო ზეიმსა და დღესასწაულზე, ქორწილის, სამგლოვიარო ცერემონიების, აგრეთვე სამხედრო ლაშქრობის დროს. ნაღარა საორკესტრო საკრავიცაა.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები