ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებები (ხომალდის)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნაღმსაწინააღმდეგო საშუალებები (ხომალდის) - ტექნიკური სისტემები, მოწყობილობები და ხელსაწყოები, აგრეთვე იარაღი, რომლებიც განკუთვნილია ნაღმების აღმოჩენისა და განადგურებისათვის. მოიცავს მაღალი გამრჩევი უნარის მქონე ჰიდროლოკაციურ და რადიოლოკაციურსადგურებს, ნაღმების ძებნის სპეციალურ სადგურებს (ჰიდროაკუსტიკური კომპლექსების ტრაქტებს), ბუქსირებად ან თვითმავალ ტელემართვის სისტემებს (ჰიდროაკუსტიკური, ოპტიკური, მაგნიტური, ელექტრომაგნიტური, ელექტრული, სითბური ან ლაზერული), ხომალდის ტრალებს, ასაფეთქებელ (ზონრიან) მუხტებს, სიღრმულ ბომბებს, სახომალდო არტილერიის საშუალებებს და სხვა.