ნაღმური დამცველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნაღმური დამცველი - ავტონომიური მოწყობილობა საზღვაო ღუზიანი ნაღმების მოწინააღმდეგის ხომალდების საკონტაქტო ტრალებით და სხვა საშუალებებით გამოტრალვისაგან დასაცავად. შედგება ღუზის, ტივტივებიანი სავაზნის, ფოლადის გვარლის (ჯაჭვის) ტივტივისა და ნაღმსაბამებისაგან, რომლებსაც ამაგრებენ ტივტივაზე წყლის ზედაპირთან და ღუზაზე წყლის ფსკერზე ნაღმური დამცველის გარკვეულ სიღრმეზე გასაჩერებლად. ტივტივასაბამს (ნაღმსაბამს) ამაგრებენ სპეციალურ დანებს ან ასაფეთქებელ ვაზნებს. მტრალავი ნაწილი ნაღმური დამცველის გვარლზე სრიალისას გადაიჭრება დანით ან გაიგლიჯება ვაზნით. ნაღმური დამცველს აყენებენ ხაზზე (ერთ ან ორ მწკრივად) ნაღმური გადამღობის წინ. ნაღმური დამცველები არის ერთჯერადი ან მრავალჯერადი მოქმედებისა. მრავალჯერადი მოქმედების ნაღმური დამცველებში ასაფეთექეელი ვაზნის ამოქმედებისას სავაზნიდან ავტომატურად ამოტივტივდება მორიგი მომართული ტივტივა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები