ნებკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარტუში ნებკას სახელით

ნებკა – (ეგვ. Nb-k3, „კას ბატონი“?), ეგვიპტის მესამე დინასტიის და ძველი სამეფოს პირველი ფარაონი (დაახლ. ჩვ.წ.-მდე XXVII ს. შუა პერიოდი). მის შესახებ პტაქტიკულად არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, ის არის ფარაონი, რომელიც მოხსენიებულია ვესტკარის პაპირუსის ცნობილ ზღაპარში. ტურინის პაპირუსის თანახმად, იმეფა 19 წელი; პალერმოს ქვის თანახმად, სადაც მისი მეფობის ბოლო წლებია შემორჩენილი, მისმა მეფობამ 18 წელს და რამდენიმე თვეს გასტანა. აღსანიშნავია პალერმოს ქვის ინფორმაცია, რომ ნებკამ დაუდგა სპილენძის ქანდაკება თავის წინამორბედს, ხასეხემუის, რაც დინასტიების მშვიდობიან ცვლაზე მიუთითებს. ნებკას სამარხი ნაპოვნი არ არის.




წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები