ნედიტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნედიტი – ან „ნედიტის ნაპირი“ (ეგვ. ndj.t) იყო ადგილი ბუსირისის სიახლოვეს, სადაც, ეგვიპტელთა წარმოდგენით, ოსირისი დაიღუპა სეტხთან ბრძოლის შემდეგ და სადაც, როგორც ითვლებოდა, იმყოფებოდა მისი ერთ-ერთი სამარხი. ეგვიპტურ ენაზე „ndj“ ნიშნავს „დანარცხებას“, და სწორედ ამ ზმნასთან არის ის დაკავშირებული „პირამიდების ტექსტებში“, სადაც შესაძლოა „მოკვლის ადგილს“ ნიშნავს. ოსირისზე ვკითხულობთ: „შენმა დამ გიპოვა შენ მწოლიარე ნედიტის ნაპირზე“.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები