ნეკერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეკერი − მცენარის ფოთლიანი ყლორტები, რომელსაც ჭრიდნენ, ახმობდნენ და ზამთარში საქონელს კვებავდნენ, ე. ი. ნეკერი ხის ტოტი, ტოტის ნორჩი წვერი იყო, რომელიც ზამთარში საქონლის საკვებს წარმოადგენდა, ასევე, ნეკერად თხილის გარეკანი, ზამთარში საქონლის საჭმელად მუხის ფოთლები, მცენარის ფოთლიანი ყლორტები ითვლებოდა. თივისა და ჩალის არასაკმაო რაოდენობის ნაწილობრივ ასანაზღაურებლად ქედისა და ხულოს რაიონებში პირუტყვის საკვებად ნეკერს იყენებდნენ.

აჭარაში ნეკერს გარდა მუხისა, ცაცხვის, თელის ანდა ტირიფის ტოტებისაგანაც ამზადებდნენ. საზრდო ნივთიერებებით, ცხადია, უფრო მდიდარი ფოთოლი იყო, მაგრამ ფოთლის დამზადება ძალიან დიდ შრომას მოითხოვდა და ტოტის ნორჩი წვერების დამზადება მეურნისათვის გაცილებით მოსახერხებელი იყო. კარგად დამზადებული ნეკერი პირუტყვის უხეშს, მაგრამ გემრიელ საკვებს წარმოადგენდა. თედო სახოკია: „უბაჟოთ შეგიძლიათ შეშა და საშენი მასალა შინაურ საჭიროებისათვის გამოიტანოთ, უბაჟოთვე მოგეცემათ საკაფავი (დასასვენებლად დაგდებულ სახნავ-სათეს ადგილებზე ამოსული ბუჩქ-ჯაგები), ბალთალუხი (წკნელი ღობეებისათვის). აგრეთვე ნეკერიო (ხის ტოტები ზამთარში საქონლის საკვებად)”.



ლიტერატურა

სახოკია, 1985:280-281;
ლისოვსკი, 1887;
ნიჟარაძე, 1948:42;
ქართულ კილო-თქმათა... 1984;
ჯაჯანიძე, 1961.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები