ნეკროეკონომიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეკროეკონომიკა - (necroeconomy), ეკონომიკის პათოლოგიური, შეიძლება ითქვას, მკვდარი ნაწილი, რომელიც მცდარი გზით განვითარებული კომუნისტური და ამჟამად პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ნეკროეკონომიკა მართალია ახორციელებს მიწოდებას, მაგრამ მის მიერ წარმოებული პროდუქცია არაკონკურენტუნარიანია (დაბალხარისხიანი ან ძვირადღირებული) საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით. ამიტომ ასეთ პროდუქციაზე არ არსებობს მოთხოვნა, თუმცა, რამდენადაც ალოგიკურად უნდა მოგვეჩვენოს, მთავრობის ხელშეწყობით არსებობს მიწოდება (წარმოება).

ნეკროეკონომიკა ფუნქციონირებს როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორების გადამმუშავებელი მრეწველობის მსხვილ და საშუალო საწარმოებში.


როგორც ცნობილი მეცნიერი და ეკონომიკის ექსპერტი ვ. პაპავა აღნიშნავს, „იქ წარმოებული პროდუქტი, სახეობათა დანიშნულებიდან გამომდინარე, შეფასებულია როგორც სტრატეგიული, თუმცა, არაკონკურენტუნარიანობის გამო, ეს საწარმოები ბაზრის პირობებში მკვდარია” (ვ. პაპავა. არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი, 2011).

ნეკროეკონომიკისადმი სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა ხელს უშლის აღნიშნულ ქვეყნებს განთავისუფლდნენ ამ არატრადიციული ეკონომიკისაგან. პრივატიზაციის პროცესმა კიდევ უფრო დაამძიმა იგი, ვინაიდან სახელმწიფო საკუთრებიდან კერძო საკუთრებაში გადასვლა სულაც არ ნიშნავს ასეთი, ბაზრის არაადეკვატური საწარმოების ავტომატურ ამოქმედებას. რეფორმების საწყის ეტაპზე, ინვესტირებისგან იზოლირებულად, პრივატიზაციის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო, რაც განსაკუთრებით მცირე პოსტკომუნისტური ქვეყნებისთვის გახდა თვალჩენილი.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები