ნემბუცუ-ოდორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემბუცუ-ოდორი – (იაპ.) მგრძნობიარე ცეკვა. შუასაუკუნეების იაპონიის ხალხური ცეკვის ერთ-ერთი სახეობა. „კაბუკის“ თეატრის წარმოშობა (1603) შინტოისტური ტაძრის ქურუმისა და მოცეკვავე ქალის ოკუნის სახელთან არის დაკავშირებული. სწორედ მის მიერ შესრულებულ ხალხურ ცეკვას ნემბუცუ-ოდორს, რომელიც გამოირჩეოდა ექსტრავაგანტურობით და ახასიათებდა მოურიდებელი, ურცხვი მოძრაობები, „კაბუკი“ უწოდეს.