ნემსთევზების ოჯახი
ნემსთევზების ოჯახი – Singnathidae
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ნემსთევზასნაირნი
ოჯახი: ნემსთევზასებრნი
თევზების ოჯახი ნემსთევზასნაირთა რიგისა. სხეული წაგრძელებულია და მთლიანად ძვლოვანი რგოლებითაა (სარტყლებით) დაფარული. დინგი |წაგრძელებულია. პირი პატარა და კბილებს მოკლებულია. ლაყუჩების ფურცლები ვიწრო და გრძელი კი არ არის, არამედ მოკლე, განიერი და კონის მსგავსია. ამიტომ ზოგჯერ მათ კონალაყუჩიანებს უწოდებენ. ლაყუჩის ხვრელები ძლიერ პატარაა და მოთავსებულია ლაყუჩის სახურავის უკანა − ზედა კიდეზე. ზურგის ერთი ფარფლი აქვს, რომელსაც ქიცვიანი სხივები არა აქვს. მუცლის ფარფლები არ მოეპოვება, ზოგჯერ მკერდის, ანალური და კუდის ფარფლებიც არ უვითარდება. კუდის ფარფლი თუ აქვს, პატარაა. თითოეულ მხარეზე ნესტოს ორი ხვრელი აქვს:
მამლების უმრავლესობა მუცლის ან კუდის ქვედა მხარეზე აღჭურვილია კვერცხების საჩეკი პარკით, რომელიც შედგება კანის ორი ნაკეცისაგან (ნაოჭი); ისინი შუალედ ხაზზე ერთმანეთთან დაკავშირებული არიან.
მრავალი გვარი და სახეობაა გავრცელებული ზღვებსა და ოკეანეებში. საქართველოს ფარგლებში გვხვდება ორი გეარი.