ნემსიყლაპიები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნემსიყლაპიები (Odonata; ბერძნ. odus კბილი) – მწერების რაზმი. მიეკუთვნება Hemimetabola-ს ჯგუფს. ისინი მსხვილი, კარგადმფრენი მტაცებლებია, რომლებიც ფრენის დროს მცირე მწერებზე, მათ შორის, კოღოებზე ნადირობენ. მათი ლარვები წყალში ბინადრობენ, სადაც კოღოს ლარვებით იკვებებიან. ნემსიყლაპიები პროსთოგონიმუსების (ფრინველის ტრემატოდები) შუალედური მასპინძლები არიან.