პროსთოგონიმუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პროსთოგონიმუსი – (Prosthogonimus; ბერძნ. prostein წინ მდებარე + gonimos სასქესო ორგანოები), ტრემატოდების გვარი; მიეკუთვნება Prosthogonimidae-ს ოჯახს.

Prosthogonimus ovatus (ლათ. ოვალური) და P.cuneatus (ლათ. სოლისებრი) – სახეობები, პარაზიტობენ ქათმის, ინდაურის, იშვიათად ბატის, იხვის და გარეული ფრინველების ფაბრიციუსის ჩანთასა (მოზარდეული) და კვერცხსავალში (ზრდასრული ფრინველი). ბიოჰელმინთები. შუალედური მასპინძელი – მტკნარი წყლის მოლუსკები, დამატებითი მასპინძელი – ნემსიყლაპიები. ფრინველების პროსთოგონიმოზის აღმძვრელები.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები