ნეოასკარიდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეოასკარიდები – (Neoascaris; ბერძნ. neos ახალი askaris ჭია), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Anisakidae-ს ოჯახს, Ascaridata-ს ქვერაზმს.
Neoascaris vitulorum (ლათ. vitulus ხბო) – სახეობა, პარაზიტობს ხბოს წვრილ ნაწლავებში. გეოჰელმინთი. ხბოს ნეოასკარიდოზის აღმძვრელი.