ნეობრუტალიზმი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნეობრუტალიზმი − (ინგ. New Brutalism), არქიტექტურის ერთ-ერთი მიმართულება, რომლის საწყის წერტილად იქცა ლე კორბუზიეს ომის შემდგომი პროექტები. სტილის სახელი ბრიტანელმა არქიტექტორებმა ელისონმა და პიტერ სმიტსონმა შემოიღეს ფრანგული ტერმინიდან „béton brut” - „დაუმუშავებელი ბეტონი”
ამ მიმართულების მომხრეები არქიტექტურული კომპოზიციის წამყვან ფაქტორად თვლიან ფუნქციურ და კონსტრუქციულ ლოგიკას. ისინი ისწრაფიან ერთი მეორეს დაუპირისპირონ თანამედროვე არქიტექტურის სინატიფე, თავისი რთული ტექნიკური გადაწყვეტით, ხელოვნური მასალის დახვეწილი პალიტრითურთ და კონსტრუირების უმარტივესი ხერხები, უხეში იერი ბუნებრივი ქვისა, აგურისა, ხისა.