ნეოკონსერვატიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნეოკონსერვატიზმი – ნეოკონსერვატიზმმა, ფაქტიურად, XIX საუკუნის კონსერვატიზმის სოციალური პრინციპები აიტაცა. კონსერვატიული ახალი მემარჯვენეობა ცდილობს, ხელისუფლებას უწინდელი ხიბლი დაუბრუნოს და ოჯახს, სარწმუნოებასა თუ ეროვნულობასთან დაკავშირებული ტრადიციული ღირებულებებიც ააღორძინოს. ხელისუფლება მათთვის სოციალური სტაბილურობის გარანტია, წესრიგისა და პატივისცემის საფუძველთა საფუძველი, ხოლო საერთო ღირებულებები და ერთიანი კულტურა — საზოგადოებრივი თანაცხოვრებისა და ცივილიზებული არსებობის უმთავრესი წინაპირობა. თუმცა, ნეოკონსერვატიზმს თავისი მოწინააღმდეგენიც ჰყავს – XX საუკ. 60-იან წლებში დამკვიდრებული ფასეულობები, ანუ თვითნებობა, მეობის კულტი და პრინციპი „ჩემი საქმისა მე ვიცი“ — და კაცმა რომ თქვას, ბევრი დღევანდელი ამერიკელი ნეოკონსერვატორი, კენედი-ჯონსონის ხანის პროგრესული რეფორმებით განხიბლული ყოფილი ლიბერალია.

ნეოკონსერვატიზმის კიდევ ერთი მახასიათებელი — მრავალკულტურული და მრავალრელიგიური საზოგადოებისადმი იმ საფუძველზე გაჩენილი ეჭვია, რომ მას, თითქოსდა, კონფლიქტისა და დესტაბილიზაციისაკენ მიდრეკილება ახასიათებდეს. იგივე ასაზრდოებს ნაციონალიზმის უკიდურეს ფორმებსაც, მათ სკეპტიციზმს როგორც მრავალკულტურულების, ასევე იმგვარი ზეეროვნული გაერთიანებების მზარდი გავლენის მიმართ, როგორიცაა გაერო თუ ევროკავშირი. ნეოკონსერვატიზმი საგარეო პოლიტიკისადმი თავისებურ მიდგომადაც კი ჩამოყალიბდა, განსაკუთრებით აშშ-ში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები